სისოკო:“ იუვენტუსს ახალი ციკლის დასაწყებად ოსიმენი და კონე სჭირდება“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მოჰამედ სისოკომ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ? კომო ძალიან ძლიერი, ტალანტებით სავსე გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში საგზურს იუვენტუსი მოიპოვებს.
„ბოლო თვეებში იუვენტუსი საგრძნობლად განვითარდ და შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ბოლო წლების ნეგატიური პერიოდი უკან მოიტოვა. იუვე ძალიან ლამაზ, დომინანტ ფეხბურთს თამაშობს და მჯერა, რომ მათ გაცილებით დიდი პოტენციალი აქვთ.
„სპალეტი ? ვფიქრობ, მისი შენარჩუნება სწორი გადაწყვეტილებაა, ეს გუნდს სწტაბილურობას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს. იუვენტუსი სწორ გზაზეა და სპალეტი არის იმ დონის სპეციალისტი, რომელსაც გუნდის უმაღლეს დონეზე დაბრუნება შეუძლია.
„ვლაჰოვიჩი ? იმედი მაქვს, რომ ის გუნდსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და იუვენტუსში დარჩება. დუშანი არის სწორედ იმ სტილის ფორვარდი, რომელიც ლუჩიანო სპალეტის სჭირდება, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და მჯერა, ილდისთან ერთად სპალეტის ხელში შესანიშნავ დუეტს შექმნის.
„ტრანსფერები ? ვფიქრობ, გუნდს ახალი ციკლის დასაწყებად მანუ კონე და ვიქტორ ოსიმენი სჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
