იუვენტუსი გრინვუდის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი მარსელის ფეხბურთელის მეისონ გრინვუდის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი 24 წლის ინგლისელის გაფორმებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ის იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება.
ინგლისელი შემტევის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში 25 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ის ედონ ჟეგროვას ან შიკო კონსეისაუს გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება. გრინვუდის გაფორმება ნებისმიერ მსურველს დაახლოებით 45-50 მილიონი დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
