იუვენტუსი დუგლას ლუისის თაობაზე ასტონ ვილას პასუხის მოლოდინშია…
იუვენტუსი ასტონ ვილასგან დუგლას ლუისის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.
ინგლისურ გუნდში დაბრუნების შემდეგ, ბრაზილიელი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და დიდი ალბათობით ასტონ ვილა სეოზნის ბოლოს მის გამოსყიდვას მოისურვებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუისის ასტონ ვილაში ტრანსფერი პირადად უნაი ემერის მოთხოვნა იყო, ამიტომ თუ ის გუნდში დარჩა, ინგლისელები სავარაუდოდ მის გამოსასყიდ თანხას – 25 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც შემდგომში ბონუსების სახით კიდევ 3.5 მილიონი დაემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
