კაზემირო იუვენტუსს შესთავაზეს
იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსსა და მილანს კაზემიროს სამსახური შესთავაზეს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და კაზემიროს ახალი გუნდის ძიება უკვე დაწყებული აქვს.
ფეხბურთელის აგენტმა კლიენტის სამსახური რამდენიმე გუნდს, მათ შორის იუვენტუსსა და მილანს შესთავაზა, თუმცა პრობლემა მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი – 6-7 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
