ინგლისური და ფრანგული გუნდები დევიდის ტრანსფერით ინტერესდებიან
ჯონათან დევიდი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დატოვებს და კანადელის აგენტი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, დევიდის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი, ასევე მარსელი და ლიონი იჩენენ.
იუვენტუსს დევიდის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს, რაც სრულიად პოზიტიური კაპიტალი იქნება, რადგან დევიდი გუნდს უფასოდ შეუერთდა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
