TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუ:“ უდინეზე კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“

შიკო კონსეისაუმ უდინეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„უდინეზე ძალიან ძლიერი გუნდია, ისინი საშინაო არენაზე გაცილებით უკეთესები არიან, ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

„არის თუ არა ეს სეზონი საძირკველი ნათელი მომავლის ასაშენებლად ? ჩვენ ბოლო კვირებში დიდი პროეგრსი ვაჩვენეთ. ვიცით, რომ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი არ არის, ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

„სილვას პოტენციური ტრანსფერი ? ბერნარდოს კარგად ვიცნობ, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მე არ ვიცი, ინტერესდება თუ არა იუვენტუსი მისი ტრანსფერით. თუ სილვა მკითხავს, ვეტყვი, რომ იუვენტუსი დიდებული გუნდია, სადაც მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს.

„სპალეტი ? მწვრთნელმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა, ჩვენ სრულიად განსხვავებული თამაშის სტილი გვაქვს, ახლა უფრო დომინანტურ და აგრესიულ ფეხბურთს ვთამაშობთ. ეს ძალიან მოგვწონს, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს.

„ჩემპიონთა ლიგა ? დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, რადგან ამისთვის საჭირო ხარისხი და შესაძლებლობები გვაქვს.

„არის თუ არა ჩემს მიმართ კრიტიკა გადაჭარბებული ? ჩემთვის კრიტიკა მოტივაციის დამატებითი წყაროა. მე იუვენტუსში ვთამაშობ, ამიტომ კრიტიკა სავსებით ნორმალურია, აქ შენგან ყველა მაქსიმუმს ითხოვს, რაც გასაკვირი არ არის.

„ჩვენი უპირატესობა რომასთან და კომოსთან ? ვფიქრობ, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !