ვლაჰოვიჩმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა
2-დღიანი დასვენების შემდეგ, იუვენტუსმა კონტინასას ბაზაზე მუშაობა განაახლა და უდინეზესთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა.
SportItalia-ს ცნობით, დუშან ვლაჰოვიჩმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მომდევნო შეხვედრაში იუვენტუსის განაცხადში იქნება.
მისი სასტარტოში ყოფნა გამორიცხულია, თუმცა სავარაუდოდ სკამიდან გარკვეულ წუთებს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
