ფენერბაჰჩე ოპენდას ტრანსფერით ინტერესდება
ზაფხულში თურქული ფენერბაჰჩე იუვენტუსის ფორვარდის ლოი ოპენდას გაფორმებას ეცდება
SportItalia-ს ინფორმაციით, თურქულ გუნდში ოპენდას ხილვა პირადად დომენიკო ტოდესკოს სურს, ვინც ბელგიელს ნაკრებში მუშაობის დროიდან კარგად იცნობს.
იუვენტუსს სეზონის ბოლოს ოპენდას 43 მილიონ ევროდ გამოსყიდვა მოუწევს, მაგრამ ის გუნდის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერი მზად არის, ოპენდა იჯარით გაუშვას, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
