TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიდევ ერთი უსახური მატჩი, დევიდის იუვენტუსიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯონათან დევიდის იუვენტუსიდან წასვლა სეზონის ბოლოს სულ უფრო რეალური ხდება.

კანადელმა ფორვარდმა პიზასთან კიდევ ერთი უსახური მატჩი ჩაატარა, არაერთი ხელსაყრელი მომენტი გაანიავა და სპალეტის მისი ნაადრევად შეცვლა მოუწია, რის შემდეგაც გუნდმა გაცილებით კარგად ითამაშა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, დევიდი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში აღარ შედის, იუვენტუსი ზაფხულში მის გაყიდვას ეცდება და კანადელს მსურველები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში უკვე მრავლად ჰყავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !