ატლეტიკოს გონსალესის შენარჩუნება უნდა, თუმცა…
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ატლეტიკოს მწვრთნელს ჩოლო სიმეონეს სეზონის ბოლოს ნიკო გონსალესის შენარჩუნება სურს.
წყაროს ცნობით, არგენტინელ სპეციალისტს თანამემამულის გუნდში დარჩენა უნდა და თავისი გადაწყვეტილება ატლეტიკოს ხელმძღვანელობას უკვე აცნობა.
ესპანელებს გონსალესის გამოსყიდვა 32 მილიონად შეუძლიათ, მაგრამ მადრიდული გრანდი იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას და ამ თანხის დაახლოებით 25 მილიონამდე შემცირება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
