სპალეტი:“ საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღეზე…“
ლუჩიანო სპალეტიმ პიზასთან მატჩი შეაფასა.
„ჩახუტება და გოლის აღნიშვნა ? ეს ძალიან ინტენსიური და ემოციური მომენტი იყო, ეს ძალიან ლამაზი სურათებია, რაც მსიამოვნებს და თავდაჯერებულობას მმატებს მატჩამდე მე ბიჭებს ვუთხარი, რომ მათთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან მსიამოვნებდა, მე მეგობრების გარემოცვაში ვიყავი და მათგან საუკეთესო საჩუქარი – გამარჯვება მივიღე.
„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, პიზას პრობლემების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია, ამიტომ ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.
„მომავალი ? საკუთარ მოამვალს ჩვენ ყოველდღიურად ვქმნით, ჩვენი დაუღალავი შრომითა და ბრძოლით. მათ, ვინც პიზასთან არ ითამაშეს, ხვალინდელ ვარჯიშზე კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ, დისციპლინითა და თავდაჯერებულობით, ეს არის იმ მომავლის შენების აუცილებელი პროცესი, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
