კამბიაზო:“ იუვენტუსში ყოფნით ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ“
ანდრეა კამბიაზომ პიზასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გამარჯვების აღნიშვნა ? ეს დაგეგმილი არ იყო. მწვრთნელმა გვითხრა, რომ დაბადების დღეზე გამარჯვება სურდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ, რის შემდეგაც კურვასთან ერთად ვიზეიმეთ.
„სრული კვირა მოსამზადებლად ? ჩვენ ეს არ გვსურდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენა გვინდოდა, მაგრამ ახლა კონცენტრაციის სერია ა-ზე გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ახლა მატჩისთვის მოსამზადებლად სრული კვირა გვაქვს, რაც საქმეს საგრძნობლად გვიმარტივებს და არსებულ სიტუაციაში ერთადერთი პოზიტიური ასპექტი სწორედ ეს არის.
„ჩემი რეაქცია სტვენაზე ? ეს თამაშის ნაწილია, ქომაგებს თავიანთი ემოციების გამოხატვის უფლება აქვთ. მე ამ დონეზე თამაშისთვის ხელფასს ვიღებ, ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის რიგებში თამაშის შესაძლებლობა მაქვს და იმედი მაქვს, გუნდს ბევრჯერ დავეხმარები.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
