დი გრეგორიოს მიმართ ინტერესს 3 იტალიური გუნდი იჩენს
იტალიურ მედიაში მიკელე დი გრეგორიოს მომავალთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი 28 წლის ფეხბურთელის არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა და დიდია ალბათობა, ზაფხულში მან ტურინული გრანდის რიგები დატოვოს.
წყაროს ინფორმაციით, მიკელეს მიმართ ინტერესს ფიორენტინა, ბოლონია და ატალანტა იჩენენ. იუვენტუსი მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
