ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ რამდენიმე კვირის წინ დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ამ მომენტისთვის მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება არ არსებობს, დუშანმა ღიად დააფიქსირა, რომ იუვენტუსში დარჩენა უნდა და ამ მომენტისთვის სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
დუშანი წლიურად ხელფასის სახით 8 მილიონს ითხოვს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის 6.5-7 მილიონსა და ბონუსებზე თანხმობას განაცხადებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
