ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებებში პირადად ჯორჯო კიელინი იღებს მონაწილეობას
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აქტიურად შეუდგა და იტალიური მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში დიდ როლს ჯორჯო კიელინი თამაშობს.
La Stampa-ს ცნობით, კიელინისა და დუშანს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ლეგენდარული იტალიელი ცდილობს ვლაჰოვიჩი დაარწმუნოს, რომ იუვენტუსს ამბიციური პროექტი აქვს და სერბი ფეხბურთელი ამ პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება.
წყაროს ინფორმაციით, დუშანის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მაგრამ ამისთვის მას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
