TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ლოკატელის აგენტს მომდევნო კვირაში შეხვდება

იუვენტუსის ხელმძღვანელობა მომდევნო კვირაში მანუელ ლოკატელის აგენტთან შეხვედრას გამართავს და ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგება.

ტურინული გრანდის კაპიტანი ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, იუვენტუსი სეზონის ბოლოს მის გაყიდვას არც კი განიხილავს და იტალიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს.

მირკო დი ნატალეს ცნობით, ლოკატელი იუვენტუსთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც გაკვეული ბონუსები დაემატება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)