ვლაჰოვიჩი გუნდთან ერთად ვარჯიშს მომდევნო კვირაში განაახლებს
დუშან ვლაჰოვიჩი იუვენტუსის განკარგულებაში დაბრუნებისთვის მზად არის.
SportMediaset-ის ინფორმაციით, სერბი ფორვარდი მომდევნო კვირიდან სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს და დიდი ალბათობით პიზასთან მატჩში იუვენტუსის განაცხადში მოხვდება.
26 წლის ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ის ტრავმის გამო გუნდს ნოემბრიდან მოყოლებული ვერ ეხმარება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
