იუვენტუსი ცრვენა ზვეზდას ტალანტით ინტერესდება
იუვენტუსი ცრვენა ზვეზდას ახალგაზრდა ტალანტის ვასილიე კოსტოვის ტრანსფერით ინტერესდება.
17 წლის შემტევი ნახევარმცველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მოიაზრება და მისი გაფორმებით არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი ინტერესდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს ახალგაზრდა სერბის გაფორმება და მისი NextGen-ში გაშვება სურს, მომავალში მისი ძირითად გუნდში ხილვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
