კარნეზეკი ატალანტასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მარკო კარნეზეკი ატალანტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს, რაც იუვენტუსს მის გაფორმებას კიდევ უფრო გაურთულებს.
მატეო მორეტოს ცნობით, ლა დეა იტალიელ კიპერთან ხელშეკრულების 2030 წლამდე გახანგრძლივებას გეგმავს.
იუვენტუსი კარნეზეკის მიკელე დი გრეგორიოს შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრებდა, მაგრამ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იტალიელის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მის იუვენტუსში ტრანსფერს ფაქტობრივად გამორიცხავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
