ოსიმენისა და იკარდის თამაში იუვენტუსთან საეჭვოა
მაურო იკარდიმ და ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა იუვენტუსთან მატჩი გამოტოვონ.
ოსიმენმა თურქული სუპერ ლიგის გასულ ტურში თამაში მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლო, ინდივიდუალურად ვარჯიშს აგრძელებს და დიდი ალბათობით ტურინში ვერ ითამაშებს.
იკარდის ზურგის ტკივილი აწუხებს, რის გამოც ვერ ვარჯიშობს და დიდი ალბათობით იუვენტუსის წინააღმდეგ ვერც არგენტინელი ითამაშებს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
