სპალეტი:“ ჩვენი უდიდესი ოპონენტი ჩვენ ვართ“
ლუჩიანო სპალეტის კომენტარი კომოსთან მატჩის შემდეგ.
„ბევრი შეცდომა ? ჩვენი ცუდი თამაში სწარფი გოლის გაშვებით აიხსნება. ჩვენ გაშვებული გოლის სხვაგვარი რეაგირება, უფრო მეტი აქტიურობა და აგრესია გვმართებდა, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ. გასულ 5 მატჩში 15 გოლი გავუშვით და აშკარაა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.
„როდესაც გუნდი ენთუზიაზმს კარგავს, ეს თამაშზე აისახება. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც გუნდში დიდი ენთუზიაზმი იყო და ძალიან ლამაზ, კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით, შემდეგ კი ჩვენ საკუთარი თავი, თავდაჯერებულობა დავკარგეთ, ასეთ დროს კი შეცდომებზე რეაგირება სულ უფრო რთული ხდება. ფეხბურთელებზე შედეგების მხრივ ძალიან დიდი წნეხია და ასეთ რთულ პერიოდში მენტალურად მათ ძალიან უჭირთ.
„დი გრეგორიო ? მიკელეს არ აქვს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე თითოეულ ჩვენგანს. ის, როგორც თითოეული ჩვენგანი, გარკვეულ შეცდომებს უშვებს. ჩვენ ბურთს ძალიან მარტივად ვკარგავთ და მეტოქეს თავისუფლად დარტყმის შესაძლებლობას ვაძლევთ, ეს გუნდური შეცდომაა და ინდივიდუალურად საუბარი უადგილოა.
„რომასთან მატჩი ? ჩვენი მთავარი ოპონენტი ჩვენ ვართ. თუ შევძლებთ, რომ მენტალური ენერგია დავიბრუნოთ და მოედანზე ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც შეგვიძლია, კარგი შანსი გვექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
