იუვენტუსი და მაკკენი შეთანხმებასთან ახლოს არიან
იუვენტუსი უესტონ მაკკენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის გასულ კვირებში არაერთი პოზიტიური შეხვედრა გაიმართა და ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა დარწმუნბულია, რომ ამერიკელის დათანხმებას შეძლებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის, მაკკენის წლიური ხელფასი 4 მილიონამდე გაუზარდოს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება. ამ მომენტისთვის პრობლემა ფეხბურთელის აგენტის საკომისიოა, მაგრამ მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილები და მოსალოდნელია, რომ მაკკენი იუვენტუსში დარჩება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
