ინტერი მაკკენის სიტუაციას აკვირდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერის ინტერესი უესტონ მაკკენის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ბეპე მაროტას ამერიკელი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმება უნდა და მზად არის, მას მოთხოვნილი ხელფასი – 4.5 მილიონი ევრო შესთავაზოს.
გამოცემის ინფორმაციით, ინტერის, მილანის, რომას და სხვა ევროპული გუნდების ინტერესის მიუხედავად, მაკკენის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა. ბოლო პერიოდში ტურინულმა გრანდმა ამერიკელთან მოლაპარაკებები უფრო აქტიურად დაიწყო და უახლოეს კვირებში მაკკენის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
