მაკკენისთვის მილანიც იბრძოლებს
უესტონ მაკკენის მსურველების სია იზრდება და ამჯერად ამერიკელის მიმართ ინტერესი ამჯერად მილანმა გამოთქვა.
MIlanNews-ის ცნობით, მაკკენის მილანში ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს და ლომბარდიული გრანდი მზად არის, ამერიკელის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
წყაროს ინფორმაციით, მაკკენის პრიორიტეტი ამ ეტაპზე იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა და კონტრაქტის გახანგრძლივებაა, მაგრამ ჯერჯერობით მხარეებს შორის ფინანსურ დეტალებზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
