ვლაჰოვიჩი მოედანზე შესაძლოა ნავარაუდებზე ადრე დაბრუნდეს
დუშან ვლაჰოვიჩმა კონტინასას ბაზაზე მუშაობა განაახლა და დიდი ალბათობით სერბი ფეხბურთელი იუვენტუსის განკარგულებაში მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება.
ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, სერბი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი იმაზე კარგად მიმდინარეობს, ვიდრე ამას სამედიცინო შტაბი ვარაუდობდა.
წყაროს ცნობით, არის ალბათობა, რომ ვლაჰოვიჩი იუვენტუსის განაცხადს არა მარტის მეორე ნახევარში, არამედ მომდევნო თვის დასაწყისში დაუბრუნდეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
