TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენის მოთხოვნა იუვენტუსს…

იუვენტუსსა და უესტონ მაკკენის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ამერიკელი ფეხბურთელის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა და მის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, მაკკენის ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

წყაროს ცნობით, მაკკენი მზად არის, წლიურად ხელფასის სახით 4 მილიონს დათანხმდეს. პრობლემა ამ მომენტისთვის მისი აგენტის მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიოა, მაგრამ მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილები და მოსალოდნელია, რომ ადრე თუ გვიან ისინი საერთო ენას გამონახავენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !