ინტერი, რომა, ატლეტიკო და პრემიერ ლიგის გუნდები, მაკკენის მსურველების სია იზრდება
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, უესტონ მაკკენის მსურველთა სია სულ უფრო იზრდება.
27 წლის ფეხბურთელი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. ამერიკელის აქტივში მიმდინარე სეზონში უკვე 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, მისი კონტრაქტის სიტუაციის ფონზე კი, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, მაკკენის უფასოდ გაფორმების სურვილი უკვე არაერთმა გუნდმა დააფიქსირა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მაკკენის თაობაზე ინფორმაცია რომამ, ინტერმა, ატლეტიკომ და ინგლისურმა გუნდებმა გამოითხოვეს. გუნდები მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის – 4.5 მილიონის გადახდის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მაკკენის პრიორიტეტი ჯერჯერობით იუვენტუსთან საერთო ენის გამონახვა და ტურინული გრანდის რიგებში დარჩენაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
