TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სასუოლომ იუვენტუსს ბერარდის ფასი შეუთვალა

Sky Sport-ის ინფორმაციით, სასუოლო ბერარდის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთელ ეცდება, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი ბერარდის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გადახდას არც კი განიხილავს.

გამოცემის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ბერარდის გაფორმებაზე მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს დაიწყებს და ნეროვერდის მისი შედარებით იაფად გაყიდვა მოუწევს, რადგან იტალიელს სერია ბ-ში თამაში არ სურს.