იუვენტუსმა კოპმეინერსის ალტერნატივა შეარჩია
იუვენტუსი ატალანტასთან ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ მხარეებს შორის ეკონომიკურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ ხერხდება და ტურინულმა გრანდმა ნიდერლანდელის ალტერნატიული ვარიანტების ძებნა დაიწყო.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბერგამოელებს კოპმეიენრსის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურთ, კრისტიანო ჯუნტოლი კი მათთვის 50 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს.
წყაროს ინფორმაციით, თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, იუვენტუსი სელტიკის 23 წლის დანიელი ფეხბურთელის მატ ო’რაილის გაფორმებას ეცდება, ვინც კოპმეიენრსის გაყიდვის შემთხვევაში ატალანტას სამიზნე გახლავთ. შოტლანდიელები მის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვენ.