კიელინი:“ ატალანტა ძლიერია, წინ შესანიშნავი მატჩი გველოდება“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„რთული მატჩი ? ორივე გუნდი ყოველთვის ბევრ მომენტს ქმნის, წინ ძალიან კარგი და სანახაობრივი მატჩი გველოდება. ეს იტალიის თასის მეოთხედფინალია, ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდა და ჩვენ ვიცით, რომ ატალანტას დამარცხება მარტივი არ იქნება.
„ფორვარდის ნაკლებობა ? ჩვენ სატრანსფერო ფანჯარაზე შესაბამის კანდიდატებს ვეძებდით, თუმცა საბოლოო ჯამში სხვა პოზიციები გავაძლიერეთ. დუშანმა უკვე ვარჯიში განაახლა, ჩვენ მისი პროგრესით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ის ამ თვეში ვერ დაგვეხმარება. ჩვენ გუნდში სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს და ეს პრობლემა არ უნდა იყოს.
„სპალეტის ადაპტაცია ? ვფიქრობ, შობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ლუჩიანოს გუნდთან ერთად მუშაობისთვის სრული კვირა მიეცა, ამ დროს მან ფეხბურთელებს თავისი იდეები და აზრები უკეთ გაუზიარა, გუნდმა ამ პერიოდში სპალეტის ხედვას უფრო კარგად აუღო ალღო, რაც შემდგომში მოედანზეც დადებითად აისახა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
