პერინი:“ გვინდა, მუშაობა გავაგრძელოთ და ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი ვაჩვენოთ“
იუვენტუსის კიპერმა მატია პერინმა ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„გუნდის პროგრესი ? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კომფორტის ზონის დატოვება პროგრესს უწყობს ხელს, ხოლო სტაბილური პროგრესი ჩვევად იქცა და გვინდა, წინსვლა გავაგრძელოთ და ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი ვაჩვენოთ.
„სატრანსფერო ჭორები ჩემი წასვლის შესახებ ? სატრანსფერო ფანჯრა დაიხურა და სალაპარაკოც არაფერია. ახლა თითოეულმა ჩვენგანმა საერთო მიზნების მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
