TuttoJuve

Juve per sempre sarà

მაკკენის მსურველების რიგი უდგას…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ნელ-ნელა ახლოვდება და უესტონ მაკკენის მსურველთა სია სულ უფრო იზრდება.

ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე მას ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მაკკენის მიმართ ინტერესს ინტერი, მილანი, ნაპოლი, ატლეტიკო და ინგლისური გუნდები იჩენენ. თითოეული მათგანი მზად არის, ამერიკელს მოთხოვნილი ხელფასი – 4.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წყაროს ცნობით, მაკკენის პრიორიტეტი კვლავ იუვენტუსში დარჩენაა, მაგრამ ჯერჯერობით იუვენტუსი 27 წლის ფეხბურთელისთვის მოთხოვნილი ხელფასის დაკმაყოფილებას არ აპირებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა იუვენტუსს ამერიკელის შენარჩუნება გაუჭირდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !