იუვენტუსს მაკკენისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უმოკლეს დროში სურს
იუვენტუსსა და უესტონ მაკკენის აგენტს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
ტურინულ გრანდს ამერიკელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში მაკკენის სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე ნებისმიერ გუნდთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.
მაკკენი ლუჩიანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა, ამიტომ იუვენტუსი მისი შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამერიკელი ტურინში ბედნიერია და მისი პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 4.5 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
