ილდისი:“ იუვენტუსში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ეს ჩემი გუნდია“
კენან ილდისმა TRT SPORT-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ახალი კონტრაქტი ? მე ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ახლა ჩემი მთელი კონცენტრაცია მოედანზეა გადატანილი და მინდა, ყოველთვის ჩემი მაქსიმუმი გავაკეთოთ. მე იუვენტუსში ბედნიერი ვარ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
„სპალეტის სიტყვები, რომ შვილივით ვუყვარვარ ? მე მწვრთნელთან გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს და იუვენტუსში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ეს ჩემი გუნდია.
„ლუჩიანო არაჩვეულებრივი ადამიანია, ის ჩემთვის ძალიან ბევრს აკეთებს და ვცდილობ, მწვრთნელსა და გუნდს ნდობა მოედანზე კარგი თამაშით გადავუხადო.
„ქომაგები ? ქომაგების მხრიდან წამოსული მხარდაჭერა წარმოუდგენელია, მათთან კონტაქტისას ყოველთვის გამორჩეულ ემოციას ვგრძნობ. ვხედავ ჩემს მაისურს და ყოველთვის ვცდილობ, რომ გავჩერდე და ავტოგრაფები დავარიგო. ქომაგები თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
