იუვენტუსი მაკკენის კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს
უესტონ მაკკენიმ ბენფიკასთან კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დაადასტურა, რომ ის ლუჩიანო სპალეტის პროექტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.
SportMediaset-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ამერიკელი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და სპალეტის მოთხოვნით, მის შენარჩუნებას ცდილობს.
წყაროს ცნობით, მაკკენის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მაგრამ პრობლემა მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი – 4.5 მილიონია.
ტურინულ გრანდს ჯერჯერობით მაკკენისთვის 3-3.5 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს, მაგრამ ამერიკელის კარგი თამაშისა და სპალეტის მოთხოვნის ფონზე, შესაძლოა მომდევნო კვირებში სიტუაცია შეიცვალოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
