იუვენტუსსა და მაკკენის შორის შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და უესტონ მაკკენის შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩიხში შევიდა.
ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნით, ბიანკონერის მისი შენარჩუნება სურს.
პრობლემა ამერიკელის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 4.5 მილიონია. იუვენტუსს მისთვის 3-3.5 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს, რაც მოლაპარაკებებს საგრძნობლად ართულებს. მაკკენის მსურველების რიგი უდგას და გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების შემთხვევაში სასურველი ხელფასის მიღება არ გაუჭირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
