TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პორტუს ვინგერი იუვენტუსის სიაში

იუვენტუსი შეტევის ფლანგის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და მათი ერტ-ერთი სამიზნე პორტუს ფეხბურთელი ფრანცისკო კონსეისაუა.

სერხიო კონსეისაუს შვილმა გასულ სეზონში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, 21 წლის ფეხბურთელმა 43 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სულეს წასვლის შემთხვევაში პორტუგალიელი მისი შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, ალტერნატივები კი სანჩო, გრინვუდი და ადეიემი.