იუვენტუსის ახალი წინადადება კრისტალ პალასს
იუვენტუსსა და კრისტალ პალასს შორის ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, წინადადება 33 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რაც მოთხოვნილ 35 მილიონთან საკმაოდ ახლოს არის.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ინგლისელებისგან საბოლოო პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
