კრისტალ პალასმა იუვენტუსის პირველი წინადადება უარით გაისტუმრა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კრისტალ პალასმა ჟან-ფილიპ მატეტას თაობაზე იუვენტუსის მხრიდან მიღებული პირველი წინადადება უარით გაისტუმრა.
ტურინულ გრანდს 28 წლის ფრანგის 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, რის სანაცვლოდაც კრისტალ პალასს 2 მილიონი შესთავაზა, მისი შემდგომში ფეხბურთელის 28 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც იუვენტუსის ევროპა/ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
დი მარციოს ინფორამციით, ინგლისელებს მატეტას სანაცვლოდ საერთო ჯამში 40 მილიონის მიღება სურთ, ამიტომ იუვენტუსის პირველ წინადადებაზე უარი თქვეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
