TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მაკკენის ტრანსფერით მაიამის ინტერი ინტერესდება

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მაიამის ინტერმა უესტონ მაკკენის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა.

წყაროს ცნობით, დევიდ ბეკჰემის გუნდი ტურინული გრანდის ნახევარმცველის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება და უახლოეს პერიოდში ბიანკონერის ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

მაკკენი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და ტურინელებს მის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვთ.