TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე დიასის გაფორმების იმედს არ კარგავს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაჰიმ დიასი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, მაროკოელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის არჩევანია და იუვენტუსი მის გაფორმებას ყველა ხერხით ეცდება.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, დიასს ივლისის ბოლომდე დაელოდოს. ტურინული გრანდი იმედოვნებს, რომ იქამდე ბრაჰიმი აზრს შეიცვლის და რეალის დატოვებას დათანხმდება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).