კრისტალ პალასი იანვარში მატეტას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის
მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი კრისტალ პალასის ფორვარდის ჟან-ფილიპ მატეტას მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ინგლისელები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 28 წლის ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან, მაგრამ პრობლემა მათ მიერ მოთხოვნილი 30-35 მილიონი ევროა.
იუვე მატეტას დუშან ვლაჰოვიჩის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოაიზრებს, მაგრამ იანვარში ტურინულ გრანდს მოთხოვნილი თანხის გადახდა გაუჭირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
