იუვენტუსსა და მაკკენის შორის მოლაპარაკებები განახლდა
იუვენტუსმა უესტონ მაკკენის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.
ტურინული გრანდი ამერიკელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას დიდი ხანი ცდილობდა, მაგრამ მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტზე არსებული უთანხმოების გამო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
Tuttosport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მოთხოვნა ამერიკელის შენარჩუნებაა, ამიტომ იუვენტუსმა მაკკენის აგენტთან მოლაპარაკებები განაახლა და მზად არის, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
