იუვენტუსმა სილვას აგენტთან შეხვედრა გამართა
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, გასულ დღეებში ტურინულმა გრანდმა პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და სილვასთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.
სიტი სილვას იანვარში არ გაუშვებს, ამიტომ ის სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მისი უფასოდ გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იუვენტუსი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
