TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონდო:“ კოპმეინერსის გაფორმების შემთხვევაში, იუვენტუსს იტალიაში საუკეთესო ნახევარდაცვა ეყოლება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ იუვენტუსს ატალანტადან ტეუნ კოპმეინერსის გაფორმებისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა კოპმეიენრსის გასაფორმებლად ძალები არ უნდა დაზოგოს. ის ბოლო წლებში სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და თუ ჯუნტოლიმ მისი გუნდში მიყვანა შეძლო, ბიანკონერის ტურამთან და ლუისთან ერთად საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი ეყოლება.“

იუვენტუსი კოპმეიენრსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეხბურთელის მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, ნიდერლანდელს კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელება სურს.