TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე მაკკენის სანაცვლოდ წინადადების მოლოდინშია…

იუვენტუსი უესტონ მაკკენის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და ამერიკელი ფეხბურთელისთვის ახალი გუნდის ძიებაშია.

მაკკენი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა პრობლემა 20-25 მილიონი ევროა, რომელსაც ბიანკონერი ამერიკელის სანაცვლოდ ითხოვს.

მაკკენის მიმართ ინტერესს თურქული და ინგლისური გუნდები იჩენენ, მაგრამ ჯერჯერობით მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდა არც ერთ მათგანს არ სურს.