TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე სილვას იანვარში გაფორმებას ცდილობს

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან სეზონის ბოლოს იწურება და ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, ამიტომ ზაფხულში ინგლისური გუნდის რიგებს დატოვებს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სილვას იანვარში გაფორმებას გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება, რაც სეზონის ბოლოს ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს.

წყაროს ცნობით, იტალიაში იუვენტუსის გარდა სილვას მიმართ ინტერესს ნაპოლი და კომო იჩენენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !