ილდისი ზაფხულში მანჩესტერის პრიორიტეტი იქნება
Tuttomercato-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი სეზონის ბოლოს შემადგენლობის მნიშვნელოვნად გადახალისებას გეგმავს და ინგლისელებს პრიორიტეტული სამიზნეები უკვე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, წითელი ეშმაკების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იუვენტუსის ტალანტი კენან ილდისი იქნება და მის გასაფორმებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
იუვენტუსი თავის მხრივ ილდისის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს და თურქი ფეხბურთელის გაყიდვა არც კი განიხილება, მისი ტურინში დარჩენა ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
