იუვენტუსმა სილვას აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და ტურინული გრანდი სეზონის ბოლოს რამდენიმე თავისუფალი აგენტის გაფორმებას ეცდება.
ერთ-ერთი მათგანი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ბერნარდო სილვაა, 31 წლის ფეხბურთელის წასვლა სიტიდან ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მისი უფასოდ გაფორმების ერთ-ერთი მსურველი სწორედ იუვენტუსია.
La Stampa-ს ცნობით, იუვენტუსმა პორტუგალიელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა ტურინელებს არაერთი ევროპული გრანდის კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
