ფერარა:“ სპალეტიმ იუვენტუსს პოზიტიური გარემო დაუბრუნა, გუნდმა ილდისი უნდა შეინარჩუნოს“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ Gazzetta dello Sport-თან ტურინულ გრანდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„სპალეტი ? ლუჩიანომ იუვენტუსთან ახალი კონტრაქტი უკვე დაიმსახურა, მისი მუშაობა გასულ კვირებში ფენომენალურია, მან გუნდს თავდაჯერებულობა, ბრძოლის სურვილი და პოზიტიური გარემო დაუბრუნა, რაც იუვენტუსს გასულ წლებში აშკარად აკლდა.
„ინტერი და ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტები არიან, მაგრამ ბოლო კვირების შემდეგ, იუვენტუსს ბრძოლის შანსი ნამდვილად აქვს. იუვენტუსის მაისურის ტარება პირველივე დღიდან ბოლო წამამდე მაქსიმუმისთვის ბრძოლას ნიშნავს. მართალია ყოველ წელს გამარჯვება შეუძლებელია, მაგრამ შენ ტიტულისთვის უნდა იბრძოლო.
„დევიდი ? იუვენტუსში ადაპტაცია მარტივი არავისთვის არის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც იტალიაში თამაშის გამოცდილება არ აქვს. სასუოლოსთან გოლის აღნიშვნის დროს გამოჩნდა, რომ მას გუნდისა და მწვრთნელის სრული მხარდაჭერა აქვს, ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„კიეზას შესაძლო დაბრუნება ? ვფიქრობ, ეს ორივე გუნდისთვის პოზიტივი იქნება. ფედერიკოს მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, იუვენტუსს კი მეტი იტალიელი, რადგან ეს გუნდის DNA-შია.
„ილდისის ახალი კონტრაქტი ? რაც დრო გადის, მისი დაკარგვის შანსი სულ უფრო იზრდება. კენანი ფენომენალური ფეხბურთელია და გასაკვირი არ არის, რომ მის მიმართ ინტერესი ევროპული გრანდების მხრიდან სერიოზულია. შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს, მაგრამ ახლა იტალიურ გუნდებს ფინანსურად ტოპ ჩემპიონატებთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ, ამიტომ იუვენტუსმა ილდისი ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს. კენანი დელ პიეროს მაგონებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულებია. ალექსმა ყველაფერი მოიგო, კენანი კი კარიერის დასაწყისშია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
